კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი (ვორდის ფაილით) უნდა გამოიგზავნოს ელ. ფოსტაზე ა.წ. 10 ივნისიდან 16 ივნისის 23:59 საათის ჩათვლით
განაცხადთან ერთად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:
1. პირადობის მოწმობა
2. საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ამონაწერი არ გამოგზავნოთ)
3. შესაბამისი აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში).
პირადობის მოწმობა და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები ერთი პდფ ფაილით უნდა იყოს წარმოდგენილი, ყოველი აქტივობა წარმოადგინეთ ცალ-ცალკე ფაილად (გაითვალისწინეთ, რომ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტია კონფერენციის პროგრამა. მისი წარმოდგენის გარეშე, მხოლოდ სერთიფიკატით, აქტივობა ვერ შეფასდება. თუ გაქვთ პროგრამაც და სერთიფიკატიც, ორივე ერთ ფაილში გააერთიანეთ). იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გაქვთ პდფ ფაილის მწარმოებელი პროგრამა, სურათები გადაუღეთ და ინტერნეტში (მაგ. საიტზე: https://jpg2pdf.com/) გადაიყვანეთ და გააერთიანეთ პდფ-ში.
ელ-ფოსტის მისამართი: stiphumanities@tsu.ge
განაცხადის ფორმა (ვორდის ფაილი ჩამოტვირთეთ აქედან)
განაცხადის გაგზავნიდან მომდევნო დღის 6 საათამდე მიიღებთ წერილობით დასტურს დოკუმენტაციის წარმატებით გაგზავნის შესახებ.
პრობლების შემთხვევაში სამუშაო საათებში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 551 14 00 74; 598 75 99 46
კონკურსში არ მონაწილეობენ პირველი და დამატებითი სემესტრების სტუდენტები.
დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!
პირადობის მოწმობისა და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების გარეშე განაცხადი არ მიიღება!
პირველადი შედეგების პროექტი გამოქვეყნდება 19 ივნისს. აპელაციების შემოტანა იგივე ელფოსტაზე შესაძლებელია 21 ივნისის 12:00 საათამდე.